გერმანიის ელჩის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ არათუ პატივს არ სცემს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არამედ, შეუძლია განზრახ დაიკავოს ისეთი პოზიცია, რომლითაც დაანახებს, რამდენად არაფერს წარმოადგენს მისთვის ქართველი ხალხი - გიორგი ვოლსკი

Primetime.ge 1 საათი წინ 2
გერმანიის ელჩის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ არათუ პატივს არ სცემს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არამედ, შეუძლია განზრახ დაიკავოს ისეთი პოზიცია, რომლითაც დაანახებს, რამდენად არაფერს წარმოადგენს მისთვის ქართველი ხალხი - გიორგი ვოლსკი
გერმანიის ელჩის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისი, რომ იგი არათუ პატივს არ სცემს საერთოდ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არამედ, შეუძლია, განზრახ დაიკავოს ისეთი პოზიცია, რომლითაც დაანახებს, თუ რამდენად არაფერს წარმოადგენს მისთვის საქართველო, ხალხი, საზოგადოება და ჩვეულებრივად, ისე, თითქოს არაფერი ხდება, დაარღვიოს დიპლომატიური და პოლიტიკური ეტიკეტი,  - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავებას.მისი თქმით, როდესაც პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს, შემდეგ მას დაჰყვები მხარდასაჭერად, ეს უპატივცემულობის და ყველა ეტიკეტის დარღვევის გარდა, პოლიტიკური კორუფციაა."გამჭვირვალობა, რასაკვირველია, არის აუცილებელი და გამჭვირვალობის გარდა, ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, ეს არის უპატივცემულობის და ყველა ეტიკეტის დარღვევის მწვერვალი. ამასთან დაკავშირებით სწორი განცხადებები გააკეთეს პრემიერმაც, პარლამენტის თავმჯდომარემაც. ეს არის პოლიტიკური კორუფცია, როდესაც სარგებლობს გარკვეული შეღავათით, ფართით და შემდეგ ამას უთანხმებს პოლიტიკურ პოზიციებს ან - პირიქით.შეიძლება აქ გარკვეული დარღვევაც აღმოჩნდეს უკვე ხაზარაძეების ოჯახის მხრიდან, თუკი არ იხდიან გადასახადს იმ შემოსავლიდან, რომელიც ამ ქირის თანხიდან აქვთ მიღებული. ეს სერიოზული დანაშაულია და მით უმეტეს, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიოდე, ხალხს თხოვდე მხარდაჭერას, თავს დებდე იმაზე, რომ პატიოსანი პოლიტიკა არის შენი გზის მანათობელი და თან სჩადიოდე ასეთ მანიპულაციებს - ეს შესაბამისი დასკვნების გაკეთებას მოითხოვს." - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია