ხვიჩა ყალაბეგაშვილი: წლებია ტიპი პენსიონერებს 100 ლარიდან სესხზე 45 ლარს ართმევს და ხალხი წერს – არ ვიცოდით, ეს რა ნაძირალა ყოფილაო…

News.ge 6 საათი წინ 6
ხვიჩა ყალაბეგაშვილი: წლებია ტიპი პენსიონერებს 100 ლარიდან სესხზე 45 ლარს ართმევს და ხალხი წერს – არ ვიცოდით, ეს რა ნაძირალა ყოფილაო…
“წლებია ტიპი პენსიონერებს 100 ლარიდან სესხზე 45 ლარს ართმევს და ხალხი წერს – არ ვიცოდით, ეს რა ნაძირალა ყოფილაო… 😀 არ იცოდნენ, რადიო 105.
ასე სამი კვირის წინ მარჯანიშვილზე შევიკრიბეთ, მარშით მივადგეთ ბანკებსო, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ამ პროცესში… ჯერ ხომ 30 ადამიანი ძლივს შევგროვდით და მერე ძალიან დაბნეული და იმედგაცრუებული სახლში მოსულს დამხვდა სტატუსები, ნუ ,,ლელოს” ხალხი მაინც განსაკუთრებით ღელავდა, რომ ბანკებთან აქციები ქაჯობაა, ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს და ზოგი იმდენად უტიფარი აღმოჩნდა სუსის დაგეგმილი ეძახა აქციას…
ბიძინა დგას რუხაძის მსგავს ბანკირებზე და ძელავიკებზე, რომლებმაც საზოგადოება დააჯერეს, რომ ყველა ფინანსურ ყაჩაღობას ბაზარი არეგულირებს და ბიზნესებმა მილიარდობით ლარი უნდა წერონ მოგება, ამ გაუბედურებულ ქვეყანაში… ხარებას და გომელაურის 2-3 ათასი ძალოვანი, არ აძლიერებს ბიძინას იმდენად, რამდენადაც ქვეყანაში არსებული ოლიგარქია და ფეოდალიზმი, რომელსაც ხალხი ტაშს უკრავს, ან მთავარ პრობლემად არ თვლის… 3 მილიონიან ქვეყანაში ბანკები წერენ 4 მილიარდ მოგებას, ხალხი ამას ნორმალურად თვლის, თან აქციებზე დგა ოლიგარქიის წინააღმდეგ, თან რუხაძეების არსებობა უკვირს… სანამ თქვენ პოლიტიკოსები დაგაჯერებენ, რომ ბაზარი არეგულირებს, მაქამდე დაარეგილირებს ,,ბიზნესი” პოლიტიკას და შესაბამისად ცხოვრების ხარისხს, რომელიც გაუსაძლისია, სწორედ იმიტომ, რომ რუხაძეების მთავარი მინუსი პარტიული მიკერძოებულობა გგონიათ და არა ლეგალური ყაჩაღობა, რომელსაც ის ბანკით და ბიზნესებით ეწევა…” – წერს სოციალურ ქსელში გამომცემლობა “კალმოსამის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია