
ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ბევრი კითხვა მოდის და
მოდით რა ზედმეტი სპეკულაცია თავიდან რომ ავირიდო, დავწერ და ავხსნი ყველაფერს თუ რა პრობლემა შემიქმნა
ქართული ოცნება / Georgian Dream -ის დღევანდელმა ნაჩალნიკებმა!!!
და რატომ მაქვს დღევანდელ შემადგენლობასთან ასეთი დამოკიდებულება!!!
13 წელი ვიდექი იქ სადაც ვხედავდი სამშობლოს, ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების ოჯახების გადარჩენის, წელში გამართვის გზას და ადგილს!!!
ჩემს სამშობლოსთან, ახლაც ვდგევარ და ბიძინა ივანიშვილი დღესაც ჩემთვის უძვირფასესი ადამიანია!!



ვიდექი მართლა უპირობოდ და მართლა უანგაროდ, არც ერთხელ უკან არ დამიხევია და არ დამალულია, ყველა რთულ სიტუაციაში მმართველი ძალის გვედით ვიდექი!
ის მცირე შემოსავალი რაც მხოლოდ 2018 წლიდან მქონდა მყოფნიდა აუცილებელი ხარჯების დასაფარად!!!
ჩემი შემოსავლის 90% კი ნანიკოს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ხმარდებოდა.
ყოველთვის მეხმარებოდნენ მეგობრები, და პანდემიის დროს იძულებული გავხდი საბანკო კრედიტები ამეღო, ძალიან დიდი ხარჯი მქონდა
.რადგან 2021 წლის მერე ჩემი ჯანმრთელობა გაუარესდა, გავიკეთე ძალიან რთული ოპერაცია, დედა რომელიც ანევრიზმა გადატანილია, მასაც დასჭირდა ხერხემალზე ოპერაცია
და ბოლოს ყველაზე რთული
ნანიკოს ფეხებზე მყესების ზრდის შეფერხების გამო, პრობლემა გაურთულდა, ვერ დადიოდა ბავშვი, საშინელი ტკივილები ტანჯავდა, ლამის ეტლი დაგვჭირდა
დროულად ჩატარებულმა ოპერაციებმა ეს პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარა, ვეღარ შევძელით სრულყოფილი რეაბილიტაცია ჩაგვეტარებინა!!!

ჩემი საქმე ვიცი, შემიძლია ბევრად მეტი და არაერთი ჩემს მიერ დაწერილი პროექტებით დღემდე იწონებენ თავს, ვარ მედიატრენერი და მინდოდა რაიმე პროექტი გამეკეთებინა, რითაც სარგებელს არა მარტო საკუთარ თავს მოვუტანდი!
ჩემი არაერთი თხოვნის, მიმართვის მიუხედავად ქართული ოცნების მიმართ, რომ მქონოდა ნორმალური შემოსავალი და იმდენი მაინც შეიძლებოდა კრედიტი- ბინის ქირა გადამეხადა – პასუხი იყო
დაპირება, ლოდინი, დაპირება ლოდინი, დაპირება ლოდინი და ბოლოს არნახული შეურაცხყოფა ყვირილამდე და გინებამდე მისული!!!!
აი როცა გინება და შეურაცხყოფა მივიღე კითხვაზე რამე სიახლე ხომ არ არის – მას მერე გადამეკეტა მეც გონება
მანამდე იყო ყველა ეთერებიდან ჩახსნა, მაქსიმალურად შევიწროვება, გახარუასგან დამყარებული მდრედრიონის შემოსევა და არნახული ბულინგი ე.წ. ,,ჩემიანებისგან”
როგორ თუ გავბედე და ხმა ამოვიღე, გაუმაძღარი და რა ვიცი რა არ მეძახეს
ჩემს მეგობრებთან ზარები
არ დაალაოქო, არ დააკომენტარო – მუქარა დაფინანსების ჩახსნა!!!
და იცით პრობლემა სად იყო?
როგორ თუ გავბედე და ხმა ამოვიღე ოცნეაბში ჩანერგილ კოჰაბიტირებულ კადრებზე, როგორ თუ გავბედე და ხმამაღლა დავწერე ნაცებთან, კერძოდ მერაბიშვილ-ადეიშვილის კადრებთან კოლაბორაციაზე!!!
როგორ თუ გავბედე და გავაკრიტიკე გლობალუსტებისგან მართული მედია – პიარი.
როგორ გავბედე და გავაკრიტიკე მთავრობა ნაცებთან ენისმოჩლექით ლაპარაკზე
როგორ გავბედე და ღირსების შიგევპროპაშო არ დავიძახე (ახლა კი გააქრეს ქარდები)
მეტანიებს არ ვაკეთებდი ზელენსკის და ვაკრიტიკებდი როცა მთავრობას საქართველოს დროშასთან ერთად უკრაინის დროშები ედო!
როგორ თუ მომხრე ვარ და თან ხმამაღლა ვამბობ რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირებაზე!!!
უბრალოდ მორჩილი ტაშიმკვრელი ჭირდებათ რადგან დღეს არა მარტო ჩემთვის
ქართული ოცნების არაერთი მხარდაჭერისთვის – გაურკვეველია რა ჯანდაბა ხდება!!!!
რამდენჯერაც ნაცებს დაუნდობელი ბრძოლა გამოაცხადეს იმდენჯერ ნაცების ანასხლეტების აღზევება ვნახეთ, თანამდებობებზე, აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოში, მედიასივრცეში!!!
რამდენჯერაც გვეგონა არიქა ავირჩიეთ ჩვენები, ახლა გვეშველა იმდენჯერ ყველა ჩაიხსნა და ჯლიგინებენ პორტირებული ნაცები
კოლაბორაციაში ბანაობს კოჰაბიტირებული
აქეთ რომ კაკანებენ
და
კვერცხს იქეთ დებენ!!!



როცა ავბედით წლებში ნაცებმა, პრობლემა შემიქმნეს, უსამსახუროდ დამტოვეს და ყველა კარი ჩამიკეტეს ვიცოდი ნაცები ჩემი მტრები იყვნენ
და დღეს
როცა საქართველოს ბანკმა ჩემი საქმე უკვე პრობლემურ სამსახურს გადასცა და დაყადაღდება მამაჩემის დატოვებული მიწა და ანგარიშები
როცა დღეს ლაღად დამტოვეს შემოსავლის გარეშე
ე წ. ,,ჩემიანებმა”
გამოდის უბრალოდ სახელია ოცნება – თორემ იგივე მეთოდებით კარგად ჩანერგილი ანასხლეტები მართავენ სიტუაციას და მოვლენებს!!!
პიარის და მედიაველის სრული კონტროლი მდინარაძის ხელშია, ყველამ მედიაში იცის რომ მასთან ანუ პარტიასთან შეუთანხმებლად არაფეყო ხდება!!!
მისი ერთგული გრძელიშვილი კი ენამახვილი მაგარი ბიჭია, რომელსაც არც შეურაცხყოფა და არც გინება ერიდება!!!
ნაცების მეთოდი ტერორი – ფსიქოლოგიური !!!!
ფსიქოლოგიურად დათრგუნო, გაანადგურო და დატოვო შენზე დამოკიდებული
– იდეალურად აკეთებენ!!!
და ხო
დღეს მე ფაქტობრივად ვარ დარჩენილი ღმერთის ამარა….

და კითხვა ივანიშვილმა არ იცის?
არა მეგობრებო არა
შეუძლებელია ივანიშვილმა იცოდეს ასეთი დეტალები და წვრილმანები!!!!
ამისთვის არის ამხელა სტრუქტურა და ამისთვის არიან დაქირავებული ამდენი ხალხი რომ ეს საკითხები იყოს დალაგებული!!
ივანიშვილი კი არა – ჩემი მეგობარი ეკითხება რა პრობლემაა მითხარითო და
– რას ამბობ ნუკასთან არანაირი ყველაფერი დალაგებულია, რამე მოხდა? გავარკვევო!
ასე გაოგნებული დატოვეს
– რომ არ ვიცოდე ზუსტად შენი ამბავი – ვიფიქრე რომ მომატყეო, ისეთი შეწუხდა შენზეო!

და ამიტომ მე ვფიქრობ საერთოდ წავიდე თუ არა არჩევნებზე,
რადგან მე თუ ოცნების არჩევით ნაცების უხილავ ფრთას ვაძლიერებ
ეს არ მინდა!!!!!
სანამ მე განმსჯით და ეცდებით გამამტყუნებთ
– გისურვებთ იმ მდგომარეობას რაშიც ახლა ვარ, რადგან თუ არ გესმით, სხვანაირად გაგიჭირდებათ გაიგოთ
ღალატის და დაკიდების ფასი!!!!
P:S
და კიდევ კარგად დაფიქრდით
ნაცებს მე ვაცინებ, თუ ისინი ვინც მე და არა მარტო მე, ოცნების არაერთ მხარდამჭერს ასეთი მდგომარეობა შემიქმნა ???
და რამე რომ დამემართოს და ეს სიტუაცია ტრაგიკულად დამთავრდეს ჩემს ცხოვრებაში – მერე?