დიდთოვლობის გამო
საქართველოს რკინიგზამ
დასავლეთ საქართველოს
მიმართულებით რამდენიმე
რეისი გააუქმა. თუმცა
გავრცელებული ცნობით 2
მარტიდან რამდენიმე
მიმართულებით მოძრაობა
აღდგენა.„2 მარტიდან
დაიწყებს მოძრაობას:№874 /873
თბილისი-ფოთი-თბილისი
(ორივე მიმართულება);ჩვეული
განრიგით ასრულებს
რეისებს:№802/801
თბილისი-ბათუმი-თბილისი;№804/803
თბილისი-ბათუმი-თბილისი;ასევე
გაცნობებთ, რომ 1-2 მარტს
უამინდობის გამო უქმდება
რამდენიმე რესი,
კერძოდ:№854/853
თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;№618/617
თბილისი-ბორჯომი-თბილისი;№686/685
თბილისი-ბორჯომი-თბილისი;№682/681
ქუთაისი-ბათუმი;№684/683
ქუთაისი-ბათუმი;№613/614
ბათუმი-ოზურგეთი;აქვე
განვმარტავთ, რომ
საქართველოს რკინიგზის
რეისები ყველა
მიმართულებაზე
ეტაპობრივად განახლდება.
კომპანია ბოდიშს გიხდით
შექმნილი დისკომფორტის
გამო. გაუქმებული რეისების
ბილეთების საფასური
სრულად აგინაზღაურდებათ.“ -
წერია გავრცელებულ
ინფორმაციაში.