ხვალ თუ გადაწყვეტენ, რომ
მიიღონ მონაწილეობა
[თვითმმართველობის]
არჩევნებში, პირდაპირი
ნიშანი იქნება იმის, რომ
შესაბამისი დავალება
აგენტურამ მიიღო ქვეყნის
ფარგლებს გარედან . -
განაცხადა საპროცედურო
საკითხთა და წესების
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარე დავით
მათიკაშვილმა.დეპუტატი იმ
ფაქტს გამოეხმაურა, რომ
ოპოზიცია ისევ ირწმუნება,
რომ თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობას
არ მიიღებს.„არანაირი
რეიტინგი და საზოგადოების
მხარდაჭერა მათ [ოპოზიციას]
არ გააჩნიათ. ხვალ თუ
გადაწყვეტენ, რომ მიიღონ
მონაწილეობა
[თვითმმართველობის]
არჩევნებში, პირდაპირი
ნიშანი იქნება იმის, რომ
შესაბამისი დავალება
აგენტურამ მიიღო ქვეყნის
ფარგლებს გარედან - „დიფ
სთეითიდან“, „გლობალური
ომის პარტიიდან“, იმ
ძალებიდან, რომლებიც
სამწუხაროდ დღეს ცდილობს
საქართველოში სიტუაციის
არევას და მართავს
რადიკალურ ოპოზიციას“, -
აღნიშნა მათიკაშვილმა.