ოლიტიკური მდგენელი
ემატება შეჩერების
მექანიზმებს, ანუ შესაძლოა
დაემატოს ევროკავშირის
გაუარესებული ურთიერთობა
მესამე ქვეყანასთან და ეს
შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი
საფუძველი უვიზო
მიმოსვლის რეჟიმის
შეჩერების, - განაცხადა
გადაცემაში „იმედის
კვირა“ საქართველოს
საგარეო საქმეთა
მინისტრმა მაკა
ბოჭორიშვილმა
ევრობიუროკრატების
მხრიდან პოლიტიკურ
შანტაჟზე საუბრისას.„ამ
საკითხზე საინტერესო ის
არის, რომ აჟიოტაჟი ატეხა
იმ ხალხმა, ვინც დღე და ღამ
მუშაობს იმისთვის, რომ
სწორედ უვიზო რეჟიმი
გამოიყენოს ევროკავშირმა
პოლიტიკური შანტაჟის
იარაღად საქართველოსთან
მიმართებაში და ამისთვის
არ იშურებენ ძალისხმევას
საკუთარი პარტნიორების თუ
მეგობრების მხრიდან, რომ ეს
საკითხი იყოს დღის
წესრიგში.კარგად მახსოვს,
როდესაც კანდიდატის
სტატუსზე იყო საუბარი, იყო
ხალხი ბრიუსელში, ვისაც
ეგონა, რომ თუ კანდიდატის
სტატუსს არ მიიღებდა
საქართველო და ასეც
გაკეთდა მაშინ, ეს
გამოიწვევდა მასობრივ
უკმაყოფილებას ქართულ
საზოგადოებაში, რაც
გახდებოდა საქართველოში
ხელისუფლების შეცვლის
საფუძველი. ასე მოაზროვნე
ხალხი იყო ბიუროკრატებს
შორის, ასე ფიქრობდნენ
ვიღაცები. აქედან
გამომდინარე გამორიცხული
არ არის ვიღაც ფიქრობდეს,
რომ ეს მექანიზმი შესაძლოა
გამოყენებული იყოს
შანტაჟის მექანიზმად", -
განაცხადა მინისტრმა.მისი
შეფასებით, ხელისუფლებას
დააბრალო, რომ მას უნდა
საქართველოს მოქალაქეებს
წაართვას უვიზო მიმოსვლა
ევროკავშირთან,
აბსურდულია.„მართლაც
უსუსურად გამოიყურებიან,
აღარ იციან რაზე ააგონ
პოლიტიკური დღის წესრიგი
და მსგავსი რაღაცების
მოგონება კიდევ ერთხელ
ხაზს უსვამს თუ რამდენად
გამოუვალ მდგომარეობაში
არიან, რომ ასეთ საკითხებს
წევენ და მსგავს აბსურდულ
ბრალდებებს უყენებენ
საქართველოს
ხელისუფლებას. არანაირ
ლოგიკაში არ ჯდება, რომ ეს
სურდეს საქართველოს
ხელისუფლებას და
სასაცილოც კი არის ამაზე
საუბარი.საქართველოს
ხელისუფლებისთვის
მიუღებელია ნებისმიერი
საკითხით შანტაჟი და მათ
შორის უვიზო რეჟიმის თემის
გამოყენება საქართველოს
წინააღმდეგ შანტაჟის
მექანიზმად“, - აღნიშნა
მაკა ბოჭორიშვილმა.