მაქვს პატივი, რომ კიდევ
ერთხელ წარმოვადგენდე
"ქართულ ოცნებას" და ჩემს
წალკელებთან ერთად
გავაგრძელო
მუნიციპალიტეტის
განვითარებაზე ზრუნვა, -
ამის შესახებ "ქართული
ოცნების" წალკის
მუნიციპალიტეტის მერობის
კანდიდატმა, ილია საბაძემ
განაცხადა, რომელიც
მმართველმა გუნდმა მეოთხე
ვადით წარადგინა.მოქმედმა
მერმა ისაუბრა მისი
მუშაობის პერიოდში
მუნიციპალიტეტში
განხორციელებულ
სხვადასხვა
ინფრასტრუქტურულ
სამუშაოზე, მათ შორის,
გზების, საბავშვო ბაღების
და სკოლების აშენებისა და
რეაბილიტაციის
შესახებ."ჩემი მუშაობის
პერიოდში დაიგო 117 კმ საგზაო
ინფრასტრუქტურა,
დარჩენილია 9 სოფლის გზების
აღდგენითი სამუშაოები.
მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში ამასაც
დავასრულებთ და საგზაო
ინფრასტრუქტურა სრულად
იქნება დასრულებული
მუნიციპალიტეტში. 2014
წლამდე, ერთი საბავშვო ბაღი
ფუნქციონირებდა ქალაქ
წალკაში 25 ბავშვის
ოდენობით, ამჟამად
მუნიციპალიტეტში
ფუნქციონირებს 9 საბავშვო
ბაღი 365 აღსაზრდელით,
სექტემბრის თვეში კი
იგეგმება ორი საბავშვო
ბაღის გახსნა დაბა
თრიალეთში და სოფელ
კაბურში. 2023 წელს
მუნიციპალიტეტში აშენდა
ორი ახალი სკოლა და 16 საჯარო
სკოლას ჩაუტარდა სრული
რეაბილიტაცია, ამჟამად
მიმდინარეობს ორი საჯარო
სკოლის მშენებლობა სოფელ
აიაზმაში და სოფელ
საბეჭისში." - განაცხადა
ილია საბაძემ.