უმრავლესობის წევრმა
გიორგი სოსიაშვილმა 2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის გუშინდელ
სხდომაზე ისაუბრა, სადაც
კომისიამ ბიზნესზე
ზეწოლისა და წამების
ერთ-ერთი საქმე - ბიზნესმენ
ბესარიონ ხარძიანის საქმე
განიხილა.როგორც
სოსიაშვილმა აღნიშნა,
„საგამოძიებო კომისიის
საქმიანობის დაწყება იყო
და არის ქართველი ხალხის
დაკვეთა.“ დეპუტატმა
პარალელი გაავლო
ნიურნბერგის პროცესთან და
განაცხადა, რომ
„გუშინდელმა დღემ აჩვენა,
რომ ჩვენი ქვეყანა უნდა
იყოს ორიენტირებული
ჯანსაღ, ეროვნულ ძალებზე და
არა პირსისხლიან
რეჟიმებზე, რომელიც
მართავდა ჩვენს ქვეყანას
მთელი ამ 9 წლის
განმავლობაში“.„ჩვენ
წინასაარჩევნო პერიოდში
როცა გვქონდა შეხვედრები
მოსახლეობასთან,
საზოგადოების პირდაპირი
დაკვეთა წამოვიდა ამასთან
დაკავშირებით, რომ ერთხელ
და სამუდამოდ ჩვენი
მომავალი თაობის წინაშე
პასუხი აგოს იმ ძალამ,
რომელმაც ჩვენ ხალხს
ამხელა უბედურება დაატეხა 9
წლის განმავლობაში:
ადამიანების
გაუპატიურება, ბიზნესის
დარეკეტება, ოჯახების
გამწარება და მთლიანად
დაქცევა. ვხედავთ, რომ ამ
კომისიამ დაიწყო მუშაობა
და ეს არის ნიურნბერგის
პროცესის
ანალოგი.ხარძიანის
ამბავმა შეძრა მთელი
ქვეყანა. ეს ფაქტები
ვიცოდით, მაგრამ ამ მასალის
ხელახალი წამოწევა
ცხადყოფს იმას, თუ რა
პირსისხლიან რეჟიმთან
გვქონდა საქმე. ეს
ადამიანები იყვნენ
ტერორისტები, რომლებმაც
ქართული ოჯახები
გაამწარეს და ჩვენ ამისი
მხილველები ვართ, როგორ
ხდება ახლა ამ ყველაფრის
გამოააშკარავება. ვფიქრობ,
ეს კომისია ძალიან მალე
დადებს შესაბამის
დასკვნას და ყოფილ
ხელისუფლებას, რომელსაც
არც კი მინდა ხელისუფლება
ვუწოდო, მოუწევს ძალიან
მკაცრად პასუხისგება
ჩვენი ხალხის და მომავალი
თაობების წინაშე, რომ
აღარასდროს მოხდეს
მსგავსი
პრეცედენტი“.-განაცხადა
გიორგი სოსიაშვილმა. 2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითმა საგამოძიებო
კომისიამ ბიზნესზე
ზეწოლისა და წამების
ერთ-ერთი საქმე - ბიზნესმენ
ბესარიონ ხარძიანის საქმე
განიხილა.