,,გამოძიებით დგინდება, რომ კოორდინირებულად და ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ გარკვეული სახის პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები" - პროკურორი

Primetime.ge 1 საათი წინ 1
,,გამოძიებით დგინდება, რომ კოორდინირებულად და ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ გარკვეული სახის პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები" - პროკურორი
საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, გამოძიების კითხვებს გუშინ "სირცხვილიას" წევრმა მარიამ დოლიძემ უპასუხა."დააკონკრეტა მოწმემ, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით, მათ არ ჰქონიათ რაიმე ტიპის აქტივობა და ამას გვიმტკიცებდა უშუალოდ მოწმედ დაკითხული პირი, თუმცა საქმის მასალებით და იმ ტრანზაქციებით, რომელიც ჩვენ მას წარვუდგინეთ, აბსოლუტურად სხვა რამ დგინდებოდა და ამასთან დაკავშირებით, რაღა თქმა უნდა, მას არ ჰქონია რაიმე კონკრეტული პასუხი.როგორც ეს საქმის ფაქტობრივი გარემოებით დგინდება და არ ვსაუბრობ მხოლოდ ერთ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, გამოძიებით, ამ ეტაპზე დგინდება, რომ კოორდინირებულად და ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ გარკვეული სახის პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები," - აღნიშნა პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა.შეგახსენებთ, რომ მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ითვალისწინებს საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.
სრულად წაიკითხეთ სტატია