საქსტატის მონაცემებით, 2025
წლის პირველ ნახევარში
ქვეყანაში 7 440 ხანძარია
რეგისტრირებული. ამის
შესახებ, შსს-ს მონაცემებზე
დაყრდნობით, ინფორმაციას
საქსტატი
აქვეყნებს.გასული წლის
პირველ ორ კვარტალში 5 983
ხანძარი დაფიქსირდა,
წლევანდელი მაჩვენებელი
კი 1 457-ით აღემატება გასული
წლის ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელს.შსს-ს
სტატისტიკით, მიმდინარე
წლის 6 თვეში ქვეყანაში
გაჩენილ ხანძარს 32
ადამიანი ემსხვერპლა,
ტრავმირებულთა რაოდენობა
კი 92-ს აღწევს.