პატარა გლდანში, კერძო
დასახლებაში ხანძარს
მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
ალმოდებული სახლიდან 3 წლის
ბავშვის გამოყვანა ვერ
შეძლეს. ტრაგიკული
შემთხვევა საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურში „პრაიმტაიმს“
დაუდასტურეს. მათივე
ცნობით, ხანძარი ამჟამად
ლიკვიდირებულია.რა გახდა
ხანძრის გამომწვევი
მიზეზი, ჯერჯერობით,
უცნობია.