პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის
ძალა“ ავრცელებს წერილს,
რითაც ეხმაურება
საქართველოში
ევროკავშირის ელჩის –
პაველ ჰერჩინსკის
ინტერვიუს გაზეთ
„ბათუმელებთან“, რომელშიც
მრავლადაა მთელი რიგი
უზუსტობები, პოლიტიკური
სპეკულაციები და ტყუილები
საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვან, სენსიტიურ
საკითხებთან
დაკავშირებით.წერილში
ვკითხულობთ, რომ
საქართველო მოთმინების
პოლიტიკას ატარებს,
როდესაც ჰერჩინსკის
მსგავს ანგაჟირებულ „დიფ
სთეითის“ აგენტს
ქვეყნიდან არ აძევებს,
რადგანაც მსგავსი
გადაწყვეტილება პოზიტიური
შედეგის მომტანი ვერ
იქნება, ვინაიდან ევროპული
ბიუროკრატია იმდენად
სავალალო მდგომარეობაშია,
რომ ჰერნჩინსკის ნაცვლად
შესაძლოა ბევრად უარესი
კადრი დანიშნონ
ელჩად.„ფაქტია, რომ
ევროპარლამენტში
საქართველოს და ქართველი
ხალხის წინააღმდეგ
მიმართულ, ანტიქართულ
პოლიტიკას ატარებენ!
ოფიციალური ბრიუსელი ღიად
ებრძვის და უპირისპირდება
საქართველოს
ხელისუფლებას.ამ
ყველაფრის მიუხედავად,
ყველა კარგად ხედავს, რომ
საქართველო მოთმინების
პოლიტიკას ატარებს.
მართალია, ნებისმიერი
სახელმწიფო პაველ
ჰერჩინსკის მსგავს
ანგაჟირებულ, „დიფ
სთეითის“ აგენტ,
არასასურველ პირს დიდი
ხნის წინ გააძევებდა
ქვეყნიდან, მაგრამ
არსებული ვითარების
გათვალისწინებით, ჩვენ
შეგნებულად არ ვითხოვთ მის
გაძევებას, რადგან მსგავსი
გადაწყვეტილება პოზიტიური
შედეგის მომტანი ვერ
იქნება, ვინაიდან ევროპული
ბიუროკრატია იმდენად
სავალალო მდგომარეობაშია,
ჰერნჩინსკის ნაცვლად
შესაძლოა ბევრად უარესი
კადრი მოავლინონ „ელჩად“, -
ვკითხულობთ წერილში.