სსიპ თავდაცვის
ინსტიტუციური
აღმშენებლობის სკოლაში (DIBS)
ახალი სასწავლო კურსი -
„გადაწყვეტილების მიღება
შეზღუდული რესურსების
პირობებში“ ოფიციალურად
გაიხსნა. ინფორმაციას
თავდაცვის სამინისტრო
ავრცელებს.მონაწილეებს
სიტყვით მიმართეს
თავდაცვის მინისტრის
პირველმა მოადგილემ პაატა
პატიაშვილმა და აშშ-ის
თავდაცვის ატაშემ
საქართველოში,
პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ.
გამომსვლელებმა
უსაფრთხოების ცვალებად
გარემოში სწრაფი
გადაწყვეტილების მიღების
მნიშვნელობაზე
გაამახვილეს ყურადღება.
პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ
ხაზი გაუსვა
საქართველოსთან
თანამშრომლობის
მრავალწლიან და
წარმატებულ
გამოცდილებას.კურსი,
ანალიზზე დაფუძნებული
გადაწყვეტილებების
მიღების პროცესის
ინსტიტუციონალიზაციასა და
რესურსების მართვის
თანამედროვე მიდგომების
დანერგვას ისახავს
მიზნად.კურსის ფარგლებში
შემდეგ ძირითად საკითხებს
განიხილავენ: ეროვნული
უსაფრთხოების პოლიტიკა,
სამხედრო დაგეგმვა,
თავდაცვის ეკონომიკა,
პროგრამული ბიუჯეტირება
და ალტერნატიული
შესაძლებლობების ანალიზი.
თეორიული საკითხების
პარალელურად, კურსი
მოიცავს ყოველდღიურ
სიმულაციურ სავარჯიშოებს,
რომლის დროსაც
მონაწილეებს საშუალება
მიეცემათ შეზღუდული
რესურსების პირობებში,
რეალურ სიტუაციებთან
მიახლოებულ გარემოში
მიიღონ
გადაწყვეტილებები.კურსი
უწყებათაშორის ფორმატში
ქართული მხარის
ორგანიზებითა და აშშ-ის
მხარდაჭერით ტარდება.
უსაფრთხოების სექტორის
წარმომადგენლები
ღონისძიების ფარგლებში
მიიღებენ თეორიულ და
პრაქტიკულ ცოდნას, რაც მათ
შეზღუდული რესურსების
პირობებში ეფექტიანი
გადაწყვეტილების მიღებაში
დაეხმარება.