ზუსტად ოპოზიციაში არის ის
ხალხი, ვინც
კონფედერაციაზე
საუბრობდა, - განაცხადა
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა
ჟურნალისტის მიერ დასმული
კითხვის საპასუხოდ,
რომელიც ოპოზიციის
მხრიდან ტერიტორიული
მთლიანობის საკითხით
სპეკულაციებს
ეხებოდა.მისი თქმით, ამ
თემით სპეკულირებს ზუსტად
ის ძალა, რომელმაც 2008 წელს
ჩააბარა რუსეთს
საქართველოს
ტერიტორიები.„ზუსტად
ოპოზიციაში არის ის ხალხი
ვინც 2008 წელს, ოფიციალური
წერილით, რომელიც
სააკაშვილმა მიწერა
რუსეთის მაშინდელ
პრეზიდენტ მედვედევს,
სთავაზობდა აფხაზეთის
გაყოფას რუსეთთან. ასე, რომ
ეს ხალხი, რომლებმაც ჩვენი
ტერიტორიები ჩააბარეს
რუსეთს, ეს ხალხი, რომელიც
სთავაზობდა რუსეთს
აფხაზეთის გაყოფას, ეს
ხალხი რომელიც
კონფედერაციის იდეას
ეთამაშებოდა, ეს ხალხი ახლა
რაღაც პრეტენზიებს, რომ
აყენებს ეს არის
ფარისევლობა“, - განაცხადა
შალვა პაპუაშვილმა.