ხალხი დაიღალა ევროპარლამენტის რეზოლუციით, სადაც წერენ, რომ კეზერაშვილი მედიამენეჯერია, სააკაშვილი პოლიტიკური დევნილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა დასანქცირდნენ - ლევან მაჭავარიანი

Primetime.ge 3 კვირის წინ 9
ხალხი დაიღალა ევროპარლამენტის რეზოლუციით, სადაც წერენ, რომ კეზერაშვილი მედიამენეჯერია, სააკაშვილი პოლიტიკური დევნილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა დასანქცირდნენ - ლევან მაჭავარიანი
ხალხი დაიღალა ევროპარლამენტის რეზოლუციით, სადაც წერენ, რომ კეზერაშვილი მედიამენეჯერია, სააკაშვილი პოლიტიკური დევნილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა დასანქცირდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.მისივე თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არცერთი არგუმენტი გაჟღერებულა, თუ რატომ არის კანონი ცუდი და რომელი მუხლი ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტეგბს.„გარკვეულწილად, სწორედ ეს არის ჩვენი რეაგირების და პასუხის საფუძველი იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა დაიღალა. ევროპარლამენტმა მეხუთე რეზოლუცია მიიღო, სადაც წერენ, რომ თითქოს, დავით კეზერაშვილი მედიამენეჯერია და „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა დასანქცირდნენ, რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ, ჩვენი ეკონომიკა გავანადგუროთ და სააკაშვილს მოვიხსენიებდეთ, როგორც პოლიტიკურ დევნილად და მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს. ასევე უნდა გაუქმდეს ანტილგბტ კანონი. აგვიხსნან, რატომ უნდა გავიწვიოთ და რა შუაშია ლგბტ პროპაგანდა ევროპულ ღირებულებებთან? „გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონზე ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ არის კანონი ცუდი, ან ამ კანონის რომელი მუხლი ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ევროპულ ღირებულებებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია