ხაზარაძემ იმგვარად
უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ
მისი სარჩელი რომ
დაეკმაყოფილებინა პარიზის
საარბიტრაჟოს, მას ჩვენი
ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5მლრდ
დოლარი თავის ჯიბეში
მიჰქონდა, - განაცხადა
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილემ, ლევან
მაჭავარიანმა მამუკა
ხაზარაძის მიერ ანაკლიის
პროექტთან დაკავშირებით
სასამართლოში წაგებულ
დავაზე საუბრისას.მისივე
თქმით, „ლელოს“ ლიდერს სხვა
სათქმელი აღარ დარჩენია
გარდა იმისა, რომ გადახდილი
650 ათასი დოლარი
მომსახურების მოსაკრებლის
თანხად გაასაღოს.„სხვა
სალაპარაკო პარტია
„ლელოს“ არ აქვს. როდესაც
მათ წააგეს ყველა
სასამართლო ინსტანცია
საქართველოში და ქართულ
სასამართლოს უნდობლობა
გამოუცხადეს, შემდეგ ეს
გადაწყვეტილება პარიზის
საარბიტრაჟოში
გაასაჩივრეს.პარიზის
საარბიტრაჟომ დაადგინა ის,
რომ ჩვენი მართლმსაჯულება
ყველაფერში იყო მართალი და
პირიქით, ბატონ ხაზარაძე 650
ათასი დოლარის გადახდა
დააკისრა.ბატონმა
ხაზარაძემ იმგვარად
უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ
მისი სარჩელი რომ
დაეკმაყოფილებინა პარიზის
საარბიტრაჟოს, მას ჩვენი
ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5მლრდ
დოლარი თავის ჯიბეში
მიჰქონდა“, - განაცხადა
მაჭავარიანმა.ანაკლიის
პროექტის მშენებლობის
საქმეზე საერთაშორისო
სასამართლოში დავის
წაგების შემდეგ,
საქართველოსთან მარცხის
აღიარება არ სურს „ლელოს“
და მის ლიდერს, მამუკა
ხაზარაძე. იგი ცდილობს,
გადახდილი 650 ათასი დოლარი
მომსახურების მოსაკრებლის
თანხად გაასაღოს. პარიზის
საარბიტრაჟო სასამართლოს
გადაწყვეტილებით,
ხაზარაძემ სახელმწიფოს 650
ათასი დოლარი გადაუხადა.