ჩეხეთის რესპუბლიკაში
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩად
რუსლან აბაშიძე დაინიშნა.
ინფორმაციას ამის შესახებ
საგარეო საქმეთა
სამინისტრო
ავრცელებს.უწყების ცნობით,
რუსლან აბაშიძე
საქართველოს საგარეო
უწყებაში 1996 წლიდან
მუშაობს. 2009-2013 წლებში ის იყო
ესტონეთის რესპუბლიკაში
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო
2013 -2015 წლებში – საგანგებო
დავალებათა ელჩი.„რუსლან
აბაშიძეს საჯარო
უწყებებში მუშაობის
მნიშვნელოვანი
გამოცდილება აქვს.
სხვადასხვა წლებში ის
იკავებდა შერიგების და
სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის პირველი
მოადგილისა და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
თანამდებობებს“, – წერს
საგარეო უწყება.