ცდილობდნენ იმას, რომ
მოერგოთ პატიმრის ამპლუა
და შეექმნათ ილუზია, რომ
მათ არ მიეცათ
შესაძლებლობა აქტიური
საარჩევნო კამპანიაში
ყოფილიყვნენ ჩართულები. რა
თქმა უნდა მათ არ ეპიტნავათ
ეს გადაწყვეტილება, -
განაცხადა „დღის
ქრონიკასთან“ იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ თორნიკე
ჭეიშვილმა, შეწყალების
აქტთან დაკავშირებით
მამუკა ხაზარაძის და ბადრი
ჯაფარიძის პოზიციაზე, რომ
„ეს არის მუხანათური და
ბინძური ნაბიჯი
ოპოზიციაში
დაპირისპირების
გასაღრმავებლად“.თორნიკე
ჭეიშვილის თქმით, მათ
ჰქონდათ სურვილი, რომ
საკუთარი წარუმატებლობა
არჩევნებში აეხსნათ იმ
მიზეზით, რომ არ მიეცათ
წინასაარჩევნო კამპანიაში
ჩართვის საშუალება, რაც არ
გამოუვიდათ.„როდესაც
თავის დროზე მოხდა მათი
დაკავება და ეს
ფაქტობრივად იყო თვით
დაპატიმრება, ჩვენ
იმთავითვე ვამბობდით და
ვუხსნიდით ჩვენს
საზოგადოებას, რომ ეს იყო
ძალიან მიზანმიმართული
ქმედება სწორედ მათი
მხრიდან. არ ჰქონდათ რა
იმედი არავითარი
სერიოზული, მათ შორის
ელექტორალური
მხარდაჭერისა, ისინი
ცდილობდნენ იმას, რომ
როგორღაც მოერგოთ
პატიმრის ამპლუა და
შეექმნათ ილუზია იმასთან
დაკავშირებით, რომ მათ არ
მიეცათ შესაძლებლობა
იმისა, რომ აქტიური
საარჩევნო კამპანიაში
ყოფილიყვნენ ჩართულები და
შემდგომ საკუთარ
წარუმატებლობას
ადგილობრივ
თვითმმართველობის
არჩევნებში სწორედ ამით
ახსნიდნენ. დღეს, რა თქმა
უნდა მათ ალბათ გულის
სიღრმეში შეიძლება
ძალიანაც არ ეპიტნავათ ეს
გადაწყვეტილება. იმის
გათვალისწინებით, რომ
გამოეცალათ ხელიდან ის
არგუმენტი, რომ შესაბამისი
წარუმატებლობა, რისი
ყველანაირი წინაპირობა
არის ქვეყანაში დააბრალონ
იმას, რომ თურმე ისინი
იყვნენ
დაპატიმრებულები.იმასაც
შევახსენებ საზოგადოებას,
რომ თავის დროზეც, ფაქტურად
ყველასთვის ძალიან ცხადი
იყო ის, რომ ისინი
ცდილობდნენ პოლიტიკოსის
მანტია გამოეყენებინათ,
როგორც ერთგვარი
ინდულგენციაა თუ
კამუფლაჟი, რომ როგორმე
ხელიდან დასხლეტოდნენ
მართლმსაჯულებას.
ყველასთვის ძალიან კარგად
არის ცნობილი, რომ უბრალოდ
მათი სახით ჩვენს საქმე
გვქონდა და გვაქვს
ხანდაზმულ თაღლითებთან,
როგორც ჩვენ მათ ვუწოდებთ
და შესაბამისი
გამამტყუნებელი
განაჩენებით არის
დადასტურებული ის, რომ
ისინი მართლაც არა
კანონიერი საქმიანობით
იყვნენ დაკავებულები. თუ
გავიხსენებთ ზოგადად იმ
პერიპეტიებს, რაც
შემდგომში მოხდა თუნდაც
ანაკლიის პორტთან
დაკავშირებულ, მათ შორის
საერთაშორისო
არბიტრაჟების
გადაწყვეტილებას და სხვა,
ყველაფერი ცხადყოფს იმას,
რომ რეალურად ეს
ადამიანები, ამ
შემთხვევაში პარტია
„ლელოს“ თუ ზოგადად
პოლიტიკოსის იმიჯს
ამოფარებულები
ცდილობდნენ, რომ
გადაეფარათ მათი
დანაშაულები და ის
ქმედებები, რომელიც კიდევ
ერთხელ წარმოაჩენდა მათ
არაკეთილსინდისიერებას
სახელმწიფოსთან
მიმართებით. ბოლოს და ბოლოს
ეს ადამიანები ცდილობდნენ
მაშინ, როდესაც თუნდაც
ანაკლიის პროექტის სწორედ
მათი ბრალეულობით ვერ
განხორციელდა, ეს ისრები
გადმოეტანათ სახელმწიფოს
მხარეს და ამის ფონზე ჩვენი
მოსახლეობისაგან მილიარდ
ნახევარი დოლარი ამოეღოთ
პირდაპირ ჯიბიდან“, -
განაცხადა თორნიკე
ჭეიშვილმა.ცნობისთვის,
მამუკა ხაზარაძე და ბადრი
ჯაფარიძე პრეზიდენტმა
შეიწყალა. მათ საპატიმრო
დღეს დატოვეს.