ჭეიშვილი ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს დასკვნაზე: დოკუმენტში წერია, რომ მასში ასახული დასკვნები არ წარმოადგენს ევროსაბჭოს ოფიციალურ პოზიციას - იურიდიულ კონტექსტში რომ შევხედოთ, ეს არის სამოყვარულო დონეზე შესრულებული დასკვნა

Primetime.ge 1 კვირა წინ 10
ჭეიშვილი ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს დასკვნაზე: დოკუმენტში წერია, რომ მასში ასახული დასკვნები არ წარმოადგენს ევროსაბჭოს ოფიციალურ პოზიციას - იურიდიულ კონტექსტში რომ შევხედოთ, ეს არის სამოყვარულო დონეზე შესრულებული დასკვნა
თორნიკე ჭეიშვილმა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს მოსაზრება „დღის ქრონიკასთან“ შეაფასა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ეს ევროსაბჭოს პოზიცია არ არის.„ეს გახლავთ ევროსაბჭოსთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტთა ჯგუფი თუ საბჭო. ეს არ არის ევროსაბჭოს პოზიცია. თუ ჩვენ ამ დოკუმენტს ჩავხედავთ, პირველივე გვერდზე წერია, რომ დოკუმენტში ასახული დასკვნები არ წარმოადგენს ევროსაბჭოს ოფიციალურ პოზიციას. თუმცა, აქ ზოგ-ზოგიერთები ცდილობენ ისე წარმოადგინონ დასკვნა, რომ ეს არის ოფიციალური პოზიცია, რაც ასე არ არის.სუფთა იურიდიულ კონტექსტში რომ შევხედოთ, ეს არის სამოყვარულო დონეზე შესრულებული დასკვნა. აქ ეჭვქვეშ დგება იმ „ექსპერტების“ კეთილსინდისიერება, რომლებიც დასკვნის მომზადებაში მონაწილეობდნენ.არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ამ ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლავთ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, რომელთან ერთადაც ის სტრასბურგის სასამართლოში უჩიოდა საქართველოს სახელმწიფოს და რომლებმაც მწარე მარცხი განიცადეს საქართველოსთან მიმართებით. ამ შემთხვევაში ეს ფიგურა ისევ ცდილობს, ახლა უკვე შესაბამისი საექსპერტო დასკვნით შემოვიდეს შიდა პროცესში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭო, საქართველოს კანონზე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) მოსაზრებას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, „აქტში გათვალისწინებულ ზომებს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე“, შესაბამისად, ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით, მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწვევა და მისი დებულებების აღსრულებისკენ რაიმე ნაბიჯებისგან თავის შეკავება.
სრულად წაიკითხეთ სტატია