არანაირი ცხელი შემოდგომა
არ იქნება და არ არის. 30
ადამიანი, რომ გამოდის და
სადღაც რაღაცას ყვირის და
შეურაცხმყოფელ სიტყვებს
იძახიან ამით უბრალოდ
თავის შინაგან ბუნებას,
თავის უზრდელობას
წარმოაჩენენ, მეტი არაფერი,
- განაცხადა გადაცემაში
„იმედი LIVE“ პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა და „ხალხის
ძალის“ თავმჯდომარე სოზარ
სუბარმა ოპოზიციის
დაანონსებულ აქციასთან
დაკავშირებით.მისი თქმით,
არაფერი არ იქნება 4
ოქტომბერს, ვინაიდან
ოპოზიციამ პოლიტიკური
ჰარაკირი
ჩაიტარა.„არაფერი არ
მოხდება 4 ოქტომბერს გარდა
იმისა, რომ ჩატარდება
არჩევნები და ამ
არჩევნებში „ქართული
ოცნება“ მასთან
კოალიციაში მყოფ
პარტიებთან ერთად და ამ
შემთხვევაში „ხალხის
ძალის“ წარმომადგენლები
ერთიანი სიით გავდივართ,
ისევე როგორც ალაგ -ალაგ
მაჟორიტარები გვაქვს
განაწილებული ჩვენ
გავიმარჯვებთ
დამაჯერებლად! რომ მიეღოთ
მათ მონაწილეობა
არჩევნებში მაშინაც იგივე
იქნებოდა თუმცა კიდევ
ერთხელ მორიგ ჯერზე
დაუშვეს პოლიტიკური
შეცდომა, გაიკეთეს
პოლიტიკური ჰარაკირი და არ
იღებენ მონაწილეობას ორი
პარტიის გარდა სხვა
პარტიები. ისევე, როგორც
მათ ჰარაკირი გაიკეთეს,
როდესაც უარი თქვეს
მანდატებზე, არ შემოვიდნენ
პარლამენტში. ახლა ნანობენ,
თავში მწარედ იცემენ,
გლოვობენ თავის ამ
გადაწყვეტილებას თუმცა ეს
გადაწყვეტილება უკვე
ჩავლილი მატარებელია და
ამით ძალიან დიდი ზიანი
მიაყენეს თავიანთ
პოლიტიკურ აწმყოსაც და
პოლიტიკური მომავალი
დაასამარეს. ეს პოლიტიკური
მომავალი კიდევ უფრო
დასამარდება, როდესაც
საკონსტიტუციო სასამართლო
იმედი მაქვს, რომ მიიღებს
იმ გადაწყვეტილებას,
რომლის არმიღება
შეუძლებელია იმ დასკვნის
საფუძველზე, რომელიც
პარლამენტმა გუშინ
დაამტკიცა“, - განაცხადა
სოზარ სუბარმა.