წინასწარი მონაცემებით, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს

Primetime.ge 8 თვის წინ 100
წინასწარი მონაცემებით, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს
მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ხმათა 98%-ის დათვლის შემდეგ ქვეყნის მოქმედი პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ ლიდერობს. მას ხმა ამომრჩეველთა 54,97%-მა მისცა. სანდუ კონკურენტს, ალექსანდრ სტოიანოგლოს მხარი 45,03%-მა დაუჭირა. ამომრჩევლის აქტივობამ 54% შეადგინა.მოლდოვაში ხმების წინასწარი დათვლის შემდეგ სტოიანოგლო ლიდერობდა, რომელმაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ამომრჩეველს მოლდოვურ და რუსულ ენებზე მიმართა. სანდუმ ლიდერობის მოპოვება დედაქალაქსა და საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე გამარჯვებით მოიპოვა.
სრულად წაიკითხეთ სტატია