უპატივცემულობა ქვეყნის
მიამრთ გამოიხატება იმაში,
რომ შენ კონკრეტულ
პოლიტიკურ ლიდერთან ხარ
გარიგებაში, გარკვეულ
კომერციულ თემასთან
დაკავშირებით და ამავე
დროს, მასვე პოლიტიკურად
უჭერ მხარს, - განაცხადა
პარლამენტის პირველმა
ვიცე-სპიკერმა, გიორგი
ვოლსკიმ გერმანიის ელჩზე
საუბრისას.მან კომენტარი
გააკეთა მამუკა ხაზარაძის
ოჯახის მიერ გერმანიის
ელჩისთვის ფართის
მიქირავებაზე.„გერმანიის
ელჩი აძლევს თუ არა
ინფორმაციას ბერლინს
იმასთან დაკავშირებით,
რამდენი უჯდება შენობის
ქირაობა და ასევე, ემთხვევა
თუ არა ეს თანხა აქ,
საქართველოში
გამოქვეყნებულ
დოკუმენტებს? აბსოლუტურად
არ არის ცნობილი. ამ
შემოსავლიდან ხაზარაძის
ოჯახი იხდის თუ არა
სახელმწიფოს ბიუჯეტში? -
უცნობია, ბნელითაა მოცული.
მაგრამ, რაც მთავარია,
ყველა შემთხვევაში
იკვეთება პოლიტიკური
ასპექტი, რომელიც სრულიად
შეუსაბამოა ელჩის
საქმიანობასთან კონკრეტულ
ქვეყანაში. ანუ,
უპატივცემულობა ქვეყნის
მიამრთ გამოიხატება იმაში,
რომ შენ კონკრეტულ
პოლიტიკურ ლიდერთან ხარ
გარიგებაში, გარკვეულ
კომერციულ თემასთან
დაკავშირებით და ამავე
დროს, მასვე პოლიტიკურად
უჭერ მხარს, - აღნიშნა
ვოლსკიმ.ცნობისთვის,
შემოსავლების სამსახურმა
ხაზარაძის ოჯახის მიერ
გერმანიის ელჩისთვის
ფართის მიქირავებაზე
განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია
აღნიშნული, საჯარო
სივრცეში გავრცელებული
ინფორმაციის შემდეგ,
აღნიშნული საკითხის
ანალიზისას გამოვლინდა
შესაძლო საგადასახადო
კანონდარღვევა, რის გამოც
შემოსავლების სამსახურმა
უკვე დაიწყო ფაქტების
მოკვლევა.