წინასაარჩევნო კამპანიის
ფარგლებში, ქალაქ
ოზურგეთში მოსახლეობასთან
შეხვედრები აქტიურ
რეჟიმში
მიმდინარეობს.„ქართული
ოცნების“ გურიის დელეგატი
ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის
საოლქო ორგანიზაციის
წარმომადგენლებთან ერთად,
ამჯერად ექადიისა და
ანასეულის მოსახლეობას
შეხვდა. მოქალაქეებთან
გამართულ შეხვედრებზე
ვასილ ჩიგოგიძემ
საპარლამენტო არჩევნებში
მმართველი გუნდის
გამარჯვების
მნიშვნელობაზე, მისი
მაჟორიტარობის პერიოდში
გაწეულ სამუშაოსა და
სამომავლო გეგმებზე
ისაუბრა.„ჩვენთვის
უმთავრეს პრიორიტეტად
კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის
სტრატეგიული ინტერესების
დაცვა და მოქალაქეების
კეთილდღეობაზე ზრუნვა.
მჯერა, 26 ოქტომბერს
თქვენთან ერთად
გავიმარჯვებთ და მხოლოდ
მშვიდობით, ღირსებით და
კეთილდღეობით განვაგრძობთ
ოზურგეთის უფრო მეტ
განვითარებას და ჩვენი
ქვეყნის ეკონომიკურ
წინსვლას! მადლობას გიხდით
ნდობისთვის და ძლიერი
მხარდაჭერისთვის!,“-
მიმართა „ქართული
ოცნების“ გურიის
დელეგატმა
მოსახლეობას.„ქართული
ოცნების“ ოზურგეთის
საოლქო ორგანიზაციის
ხელმძღვანელის, დავით
დარჩიას თქმით, ცენტრალური
ხელისუფლების მხარდაჭერით
ოზურგეთში მნიშვნელოვანი
ინფრასტრუქტურული
პროექტები განხორციელდა
და ეს პროცესი კვლავ
გაგრძელდება. მოსახლეობის
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
გაუმჯობესება და
მუნიციპალიტეტის უფრო
მეტი განახლება მისი
გუნდისთვის პრიორიტეტია.
შეხვედრას ასევე
ესწრებოდნენ ოზურგეთის
მერის მოადგილე "ქართული
ოცნების" გურიის ქალთა
ორგანიზაციის რეგიონალური
საბჭოს ხელმძღვანელი -
ნათია გოლიაძე, მერის
მოადგილე პარტიის გურიის
რეგიონული კოორდინატორი -
გიორგი ღურჯუმელიძე,
სახელმწიფო რწმუნებულის
მოადგილეები და
საკრებულოს წევრები.