
საქართველოს სადაზღვევო ბაზრის უმსხვილესი ინვესტორი – „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 200 წლის გახდა. ეს ორი საუკუნე გამორჩეულია მაღალი პასუხისმგებლობით, სტაბილური ზრდითა და ინვესტიციებით იმ ქვეყნებში, სადაც ჯგუფი ოპერირებს – მათ შორის საქართველოშიც.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სადაზღვევო ბაზრის ლიდერი ჯგუფი , რომელიც 1824 წელს ავსტრიაში, ჰაბსბურგთა მონარქიის პერიოდში დაარდა , დღეს ევროპის 30-მდე
ქვეყანაში 50- მდე კომპანიას და 30 000-მდე თანაშრომელს აერთიანებს.
„იმპერიულ და სამეფო პრივილეგირებული ურთიერთდაზღვევის საზოგადოება ხანძრით გამოწვეული ზიანისათვის “ – იყო პირველი იმ სამი მთავარი კომპანიიდან, (Allgemeine wechselseitige Capitalien- und Rentenversicherungsanstalt და Wiener Städtische–სთან ერთად), რომლებმაც მომავალში „ვენის სადაზღვევო ჯუფის“ შექმნას დაუდეს საფუძველი.
სწორედ 1824 წელს დაიწყო ჰაბსბურგთა მონარქიაში ინდუსტრიალიზაციის პროცესი და სადაზღვევო ინდუსტრიაც პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმის გამო, რომ მშენებლობებში ფართოდ გამოიყენებოდა ხე-ტყე, თავდაპირველად კომპანიის და მთლიანად სექტორის მთავარი ფოკუსი იყო ხანძრის დაზღვევაზე, რაც იმ ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი იყო. 1839 წლიდან კი პირველად სიცოცხლის დაზღვევის შესაძლებლობაც მიეცა ავსტრიის მოსახლეობას.
„ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“ ავსტრიის ფარგლებს გარეთ გასვლა და სხვა ქვეყნებში ინვესტირება 1990 წელს დაიწყო, საბჭოთა კავშირის დაშლისა შემდეგ. ჯგუფის დამფუძნებლები გვიამბობენ, რომ რკინის ფარდის გაქრობამ უდიდესი ბიძგი მისცა დასავლეთ ევროპას – ექსპანსია მოეხდინათ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ბიზნეს გათვლამ გაამართლა, ქვეყნებში, სადაც აქამდე ყველაფერს სახელმწიფო მართავდა სადაზღვევო ბიზნესმა და დაზღვევის სიკეთეებმა, რასაც ჯგუფი ამ ქვეყნების მოსახლეობას სთავაზობდა, დიდი დაინტერესება გამოიწვია.
საქართველო ევროპის მასშტაბით მე-16 ქვეყანა იყო, სადაც „ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“ ინვესტიცია განახორციელა. 2006 წელს ჯგუფის წევრი პირველი ქართული სადაზღვევო კომპანია – „ჯიპიაი ჰოლდინგი“ გახდა.
დღეს VIG-ის შემადგენლობაში საქართველოს სადაზღვევო ბაზრიდან „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „ირაო“ არიან.
პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი – ვულოცავ „ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ ამ განსაკუთრებულ თარიღს- 200 წლის იუბილეს. გასული ორი საუკუნე და ამ დროის განმავლობაში ჯგუფის მიერ განვლილი გზა და ის,რომ 200 წელია ინარჩუნებენ ლიდერობას
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სადაზღვევო ბაზარზე ნათლად მეტყველებს მათ პროფესიონალიზმზე, ინოვაციურობასა და მუდმივი განვითარების სურვილზე.
ჩვენი კომპანია ამ ჯგუფის წევრი 2006 წელს გახდა. VIG-ის ამ ინვესტიციამ დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო ჩვენს კომპანიაზე, არამედ სრულიად საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე – ევროპულმა მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვით.
VIG-ში გაწევრიანებით გავიმყარეთ პოზიციები ბაზარზე, პირველებმა შემოვიტანეთ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები დაზღვევაში და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მომსახურების პროცესი.
VIG დღემდე სოლიდურ ინვესტიციებს დებს ჩვენი კომპანიის და სადაზღვევო სექტორის განვითარებაში და წამყვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში, „
ვენის სადაზღვევო ჯგუფის ინვესტიცია საქართველოში არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი წევრი კომპანიების ფინანსური მხარდაჭერით. ჯგუფს საინვესტიციო ქვეყნებში აქვს გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ფოკუსირებულია სადაზღვევო სექტორის განვითარებაზე, მომხმარებელზე ზრუნვასა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
VIG-ის მიდგომა მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ჯგუფის დამფუძნებლების ინტერვიუში, რომელიც სპეციალურად მომზადდა კომპანიის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით :
„ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რომ კომპანიის მიერ მიღებული პრემიები დროთა განმავლობაში კვლავ იმავე ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს ინვესტიციის სახით – იქნება ეს საცხოვრებელი ბინები, სახელმწიფო ობლიგაციები თუ აქციებში ჩადებული ინვესტიციები. ამას მომხმარებლებისადმი პატივისცემისა და აღიარების გამოხატვადაც ვთვლით.“