გარემოს ეროვნული
სააგენტო 1-3 იანვარს
მოსალოდნელი ამინდის
შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.1-ელ იანვარს
საქართველოში ზოგან
იწვიმებს, მაღალ მთაში
მოთოვს, 2 იანვრიდან კი
უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი.თბილისში
უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +6, +8 გრადუსი
დაფიქსირდება.„სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31
დეკემბერს და 1 იანვარს
იწვიმებს, 2 იანვრიდან კი
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +12, +14
გრადუსი იქნება.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი) 31 დეკემბერს და 1
იანვარს ზოგან იწვიმებს, 2
იანვრიდან კი უმეტესად
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +13, +15
გრადუსი იქნება.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): 2 იანვრამდე
ზოგან ნალექიანი ამინდი
იქნება, შემდგომში
უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +8, +10
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო): 31 დეკემბერს და 1
იანვარს ზოგან მოთოვს, 2
იანვრიდან კი უმეტესად
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით -1, -3
გრადუსი
დაფიქსირდება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): 31 დეკემბერს
ზოგან იწვიმებს, 1-3 იანვარს
კი უმეტესად უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +5, +10
გრადუსი
დაფიქსირდება.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +10, +12 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): 2 იანვრამდე
ზოგან მოთოვს, შემდგომში კი
უმეტესად უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +4, +6
გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): 2 იანვრამდე ზოგან
მოთოვს, 2 იანვრიდან კი
უმეტესად უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით 0, +5
გრადუსი დაფიქსირდება”, –
აღნიშნულია ინფორმაციაში.