მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება უფასოდ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ

Primetime.ge 3 საათი წინ 11
მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება უფასოდ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მოქალაქეებისათვის სრულიად უფასოდ 2025 წლის ბოლომდე გრძელდება.რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩაერთნენ რეფორმაში, შესაძლებლობა აქვთ იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ან ვებპორტალზე შეავსონ მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის განაცხადი.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, დავით დევიძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულიად ციფრულად და ელექტრონულად მიმდინარეობს.„სააგენტომ უზრუნველყო ელექტრონული ოქმის აპლიკაციის შექმნა, რამაც პროცესი რამდენჯერმე დააჩქარა და უზრუნველყო უმაღლესი სტანდარტის მონაცემების შეგროვება. აზომვის დასრულებისთანავე, დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს საშუალება, ადგილზე, ველზე გაეცნოს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობს, კონფიგურაციას, მეზობელ მიწის ნაკვეთებთან მიმართებას და მხოლოდ ასეთი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, ხელმოწერით დაადასტუროს საკუთარი გადაწყვეტილება. შედეგად, სწორდება წარსულში არასწორად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრებიც“, - განაცხადა დევიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია