გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, დღეს
საქართველოს უმეტეს
რეგიონში მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
სინოპტიკოსების
პროგნოზით, აღმოსავლეთ
საქართველოში
შესაძლებელია
სეტყვაც.ჰაერის
ტემპერატურა დასავლეთ
საქართველოში 19-24
გრადუსამდე დაიწევს, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველოში
შენარჩუნდება შედარებით
მაღალი ტემპერატურა 24-29
გრადუსამდე.მცირე,
ხანმოკლე წვიმა
მოსალოდნელია თბილისშიც.
არამდგრადი ამინდი კვირის
ბოლომდე გაგრძელდება.