„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი

Primetime.ge 1 დღე წინ 3
„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი
ხაშურში 11 წლის ასაკის მოზარდი დღეს დილით სახლში გარდაცვლილი ნახეს, დედა კი - უგონო მდგომარეობაში.ხაშურის საავადმყოფოში ამბობს, რომ ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მძიმე მდგომარეობაშია.,,მიზეზი ჯერ უცნობია" - ამბობს საავადმყოფოს ექიმი.გარდაცვლილ ბიჭს ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები აღენიშნებოდა (ცერებრალური დამბლა) და მკურნალობა ინტენსიურად უტარდებოდა, რაც შეეხება დედას, თვითმხილველთა თქმით, ქალთან ადგილზე დახვდათ პირნაღები მასაც.მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ამ ეტაპზე, საკვებისმიერი ინტოქსიკაცია განიხილება, რაც შეეხება ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ალბათობას.ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გაზმომარაგების კომპანიის ტექნიკოსები, თუმცა ბუნებრივი აირის გაჟონვა პირველადი ინფორმაციით არ დადასტურდა.„პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სრულად წაიკითხეთ სტატია