წელს რეალურად 10-15%-ით მეტი ჯავშანი გვქონდა - Crystal Hotel & SPA ზამთრის ტურსტულ სეზონს აჯამებს

Primetime.ge 7 საათი წინ 10
წელს რეალურად 10-15%-ით მეტი ჯავშანი გვქონდა - Crystal Hotel & SPA ზამთრის ტურსტულ სეზონს აჯამებს
წელს რეალურად 10-15%-ით მეტი ჯავშანი გვქონდა, ასე აფასებს ბაკურიანში მდებარე სასტუმროს Crystal Hotel & SPA-ს რეზერვაციის მენეჯერი 2024-2025 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონს.გიორგი მაისურაძის განმარტებით, ბოლო პერიოდში Crystal Hotel & SPA-ს გაფართოვდა და დღეისათვის უკვე 172 სასტუმრო ნომერს აერთიანებს.„ზამთრის ტურისტული სეზონი საკმაოდ კარგი იყო, თუ რა თქმა უნდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ. წელს რეალურად 10-15%-ით მეტი ჯავშანი იყო. თანაც გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ წინა წელთან შედარებით ჩვენი სასტუმრო გაფართოვდა და დღეს უკვე გაქვს 172 სასტუმრო ნომერი, მანამდე კი სასტუმრო 108 ნომრისგან შედგებოდა.ამ ეტაპზე Crystal Hotel & SPA 80-85%-იანი დატვირთვით მუშაობს და ასეთი დატვირთულობა გაგრძელდება 10 მარტამდე. მარტის შუა რიცხვებიდან ბაკურიანი სეზონი რჩება და შედარებით ნაკლებ ჯავშანია. მაგრამ საკმაოდ მაღალი მოლოდინებია აპრილ-მაისზე. ამ პერიოდში იწყება მოგზაურთა ჯგუფების ჩამოსვლა ეს არიან მოგზაურები: საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან და ასევე ჩვენ აქტიურად ვმასპინძლობთ სხვადასხვა სპორტულ შეკრებებს“, - აცხადებს Crystal Hotel & SPA-ს რეზერვაციის მენეჯერიმისივე განმარტებით, სასტუმროში სტუმრების პროცენტული თანაფარდობა საკმაოდ ცვალებადია.„იანვრის პირველ ნახევარში, დაახლოებით 80%-ი Crystal Hotel & SPA-ს სტუმრები არიან მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ეს არის სომხეთი და აზერბაიჯანი. 20%-ი კი ქართველი ვიზიტორები გვყავს. რუსეთის ფედერაციიდან და ევროპიდან ამ პერიოდი სტუმრები თითქმის არ გვყოლია.თებერვალში სტუმრების უმეტესობა, 80%-ი უკვე ქართველები არიან, ხოლო დანარჩენი 20%-ი სტუმრები ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან“, - ამბობს გიორგი მაისურაძე.Crystal Hotel & SPA, რომელიც 2009 წელს გაიხსნა 172 სასტუმრო ნომრისგან შედგება და ერთდროულად 400-მდე სტუმრის მიღება შეუძლია.Crystal Hotel& SPA მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, თბილისიდან 185 კმ-ში და დიდველის სასრიალო საბაგიროდან რამდენიმე წუთში.კომპლექსის ტერიტორიაზე, კრისტალის საკურორტო ზონაში განთავსებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო – საკუთარი გონდოლებიანი და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგირო , 6 კმ-იანი კრისტალის სათხილამურო ტრასა, 350 მეტრიანი საბავშვო საბაგირო, ინსტრუქტორები, ყინულის საციგურაო მოედანი, სნოუ თუბინგი, სასრიალო ინვენტარის გაქირავების ცენტრი, კეთილმოწყობილი ტყე-პარკი, რესტორნები, კაფეები, ბარები. სასტუმროში ასევე არის სპორტ დარბაზი პროფესიონალი სპორტსმენების სპორტული შეკრებებისთვის.სასტუმროში შეძლებთ ისარგებლოთ: საცურაო აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, ჯაკუზით, ფინური საუნით, თურქული ჰამამით და სპა პროცედურებით.სასტუმროში კარგად და ბედნიერად დასვენების ყველა წინაპირობაა: დახვეწილი დიზაინის ნომრები, უმაღლესი ხარისხის მომსახურება, პრაქტიკული ადგილმდებარეობა, საუკეთესო ხედები და სხვა.
სრულად წაიკითხეთ სტატია