ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის 9
მაისს მოსკოვში ჩასვლის
წინააღმდეგ ბრიუსელის
მუქარის ფონზე, ძნელია, არ
გაიხსენო აგვისტოს ომიდან
რამდენიმე თვეში, 2010 წლის 9
მაისი, წითელი მოედანი, –
ამის შესახებ საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
სოციალურ ქსელში
წერს.„რუსეთის პრეზიდენტს
მხედრულ სალამს აძლევენ…
უკრაინის, პოლონეთის, დიდი
ბრიტანეთის, აშშ-ის,
საფრანგეთის შეიარაღებული
ძალები. ალბათ იმიტომ, რომ
ჩვენი ომი ომი არ იყო, ჩვენი
სისხლი სისხლი არ იყო,
ჩვენი ცრემლი ცრემლი არ
იყო…“, – წერს შალვა
პაპუაშვილი.