
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ფორმულას გადაცემა ხალთან ერთად კითხვებს საპატიმროდან უპასუხა.
ფორმულამ მას კითხვებით 15 სექტემბერს მიმართა – ერთი დღით ადრე, სანამ მას ციხეში პაემნები, ზარები, წერილების გამოგზავნა შეუზღუდეს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მისი დაკავებით მარცხი აღიარა და აჩვენა, რომ ხალხის თამაშის წესებს არ მიიღებს.
“მე ოთხ ოქტომბერზე All in-ს შევედი, ივანიშვილმა ჩახედა მის კარტებს და მიხვდა, რომ ხელში ხიშტი უჭირავს, შესაბამისად, ადგა და გაიქცა. მან მარცხი აღიარა, ჩემი დაკავებით აჩვენა, რომ ხალხის თამაშის წესებს არ მიიღებს. ეგ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც უპირობოდ აგებს”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.