მეტეოროლოგი კობა
ფარტენაძე მომდევნო
დღეების მოსალოდნელი
ამინდის შესახებ
წერს:„ამინდის
თვალსაზრისით
საქართველოში ზამთრის
ცივი დღეები მოგონებას
ჩაბარდება და ახალ
ისტორიას გაზაფხულის
მშვენიერი კვირტები
დაწერს.პირველ რიგში,
უახლოესი დღეების
პროგნოზი მიმოვიხილოთ:
მომდევნო 3 დღის
განმავლობაში, მთელს
ქვეყანაში, უნალექო ამინდი
იქნება, მეტ-ნაკლებად
დაგვითბება, მაგრამ არა
საგრძნობლად, დასავლეთში
სუსტი ქარი იქროლებს,
აღმოსავლეთში კი
დასავლეთის ძლიერი ქარია
მოსალოდნელი.შაბათ-კვირას
ტემპერატურა მომატებას
დაიწყებს და მომდევნო
კვირის ცალკეულ დღეებში
ზოგან +20 გრადუსს
გადააჭარბებს,
ანტიციკლონი მზიან და
უღრუბლო დღეებს
გრძელვადიანი
პერსპექტივით
გვაჩუქებს.აქე გეტყვით
იმასაც, რომ ვინაიდან
დათბობა იწყება ნელა, იმ
რეგიონებში, სადაც ამჟამად
მაღალი თოვლის საფარია,
რაიმე საფრთხის
წინაპირობა ამ
გადასახედიდან არ
არსებობს“, - წერს
მეტეოროლოგი.