„ძლიერი საქართველოს“ წევრებმა საქართველოს პარლამენტს მანდატების მოხსნასთან დაკავშირებით მიმართეს

Primetime.ge 4 თვის წინ 28
„ძლიერი საქართველოს“ წევრებმა საქართველოს პარლამენტს მანდატების მოხსნასთან დაკავშირებით მიმართეს
„ძლიერი საქართველოს“ წევრებმა საქართველოს პარლამენტს მანდატების მოხსნასთან დაკავშირებით მიმართეს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ძლიერი საქართველოს“ წევრები მიმართავენ „თვითმარქვია პარლამენტს, რომ მოხდეს თვითმარქვია პარლამენტის წევრთა სიიდან“ მათი გვარების ამოღება.„მივმართავთ, თვითმარქვია პარლამენტის ე. წ. თავმჯდომარეს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პრინციპების უხეში დარღვევით ჩაიარა, რის გამოც, ცესკო-ს მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. 2024 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეიკრიბა პირთა გარკვეული წრე და საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვევის არარსებობის მიუხედავად, დაირქვა საქართველოს მე-XI მოწვევის პარლამენტი. ამ სიაში ვიმყოფები მეც. არ მსურს ვიყო იმ პირთა წრეში, რომლებმაც მიიტაცეს ხელისუფლება, ამიტომ ვითხოვ, განახორციელოთ პროცედურები, რაც მიზნად ისახავს ჩემი მონაცემების ამორიცხვას თვითმარქვია პარლამენტის წევრთა სიიდან,“- ნათქვამია პარლამენტისადმი მიმართვაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია