ეს არის წინასაარჩევნო ბერკეტი, რითაც ჩვენ გვაშანტაჟებს დღევანდელი ბრიუსელი - ირაკლი ჭეიშვილი ვიზალიბერალიზაციაზე

Primetime.ge 3 საათი წინ 6
ეს არის წინასაარჩევნო ბერკეტი, რითაც ჩვენ გვაშანტაჟებს დღევანდელი ბრიუსელი - ირაკლი ჭეიშვილი ვიზალიბერალიზაციაზე
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა ბრიუსელის ბოლო ბერკეტია, რომლითაც ისინი წინასაარჩევნოდ "ქართულ ოცნებას" აშანტაჟებენ.მისი თქმით, "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონის ან "გამჭვირვალობის" შესახებ კანონის გაწვევა უვიზო მიმოსვლასთან არაფერ შუაშია."ეს არის წინასაარჩევნო ბოლო ბერკეტი, რითაც ჩვენ გვაშანტაჟებს დღევანდელი ბრიუსელი. ეს არის წინასაარჩევნოდ ოპოზიციის საკენკი, რათა სახედაკარგულ ოპოზიციას იქნებ რაც პოზიციები შეუნარჩუნონ პოლიტიკურ ველზე. ზოგადად, რა შუაშია უვიზო მიმოსვლა და "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონის გაწვევა, ან "გამჭვირვალობის" შესახებ კანონის გაწვევა. ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას. რაც შეეხება "გამჭვირვალობის" კანონს, ეს მიღებული ამისთვის, რომ ნებისმიერი შემომავალი თუ გამავალი თანხა საქართველოსთან დაკავშირებით უნდა იყოს დეკლარირებული და გამჭვირვალე", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია