საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, თოვის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის
და შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის
საავტომობილო გზებზე,
დასაშვებია მაღალი
გამავლობის (ორი და მეტი
წამყვანი ხიდის მქონე)
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო მსუბუქი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების
გამოყენებით. დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.