თბილისის მერის მოადგილე
ირაკლი ბენდელიანმა
დედაქალაქში
ინფრასტრუქტურული
პოლიტიკის ფარგლებში,
თბილისის განვითარების
ფონდის მიერ
განხორციელებულ და
მიმდინარე პროექტებზე
ისაუბრა.მისივე თქმით,
აღნიშნული პროექტების
განხორციელებისას ძველი
თბილისის იერსახის
შენარჩუნება ერთ-ერთი
პრიორიტეტული
მიმართულებაა.„სარეაბილიტაციო
სამუშაოები ჩატარდა,
დაახლოებით, 100 მისამართზე.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 96
ობიექტს, მათ შორის 70
კულტურულიმემკვიდრეობის
ძეგლს. რეაბილიტირებულ
ობიექტებზე, დაახლოებით, 310
მლნ ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე პროექტებზე
გამოყოფილია 95 მლნ
ლარი.ამას გარდა,
განვახორციელეთ ნარიყალას
ციხის პირველი ეტაპის
რეაბილიტაცია. ახლა
მიმდინარეობს მეორე
ეტაპის რეაბილიტაცია.
ასევე, განხორციელდა ილია
ჭავჭავაძის ლიტერატურული
მუზეუმის, ორბელიანის
მოედნისა და მიმდებარე
შენობების რეაბილიტაცია,
საიდანაც22 შენობის, მათგან
13
ისტორიულ-კულტურულიმემკვიდრეობის
ძეგლია.ასევე, მშრალი და
ზაარბრიუკენის
ხიდების,დარეჯან დედოფლის
სასახლის სამონასტრო
კომპლექსის, დედაენისა და 9
მარტის ბაღების,
გუდიაშვილის მოედნის,
აბრეშუმის სახელმწიფო
მუზეუმის, მოსწავლე
ახალგაზრდობის
ეროვნულსასახლის, და ა.შ.
სრული რეაბილიტაცია
განხორციელდა“, –
განაცხადა ირაკლი
ბენდელიანმა.მანვე
შემაჯამებელ ღონისძიებაზე
თბილისის ფონდის მიერ
დაწყებულ მიმდინარე
პროექტებზე
ისაუბრა.„თაბუკაშვილის
N46-ში ვახორციელებთ
სამუშაოებს, ე.წ კადეტთა
კორპუსში. ორი თვის წინ
დავიწყეთ ფიროსმანის ქუჩა
N29-ის რეაბილიტაცია,
წინამძღვრიშვილისპირველში
სამუშაოები დასრულების
ეტაპზეა. ასევე, დავიწყეთ
ჭადრაკის სასახლის
რეაბილიტაცია, მიმდინარე
წლის სექტემბრის ბოლომდე
ფასადის სამუშაოები
დასრულდება, ხოლო მომდევნო
წლის ბოლოსთვის სრული
რეაბილიტაცია ჩატარდება“,
– აღნიშნა ირაკლი
ბენდელიანმა.