საქართველოს ბანკი
განათლებაზე
ორიენტირებული
ინიციატივებით მცირე და
საშუალო ბიზნესის
მხარდაჭერას აგრძელებს.
ბიზნეს 360° პლატფორმის
ფარგლებში, 24-25 ივნისს, ბანკი
უმასპინძლებს ორდღიან
ვორქშოპს თემაზე —
„თვითმოტივაცია და
თანამშრომლების
მოტივაცია“.ვორქშოპს
გაუძღვება დანიელ მათერი —
საერთაშორისო ბიზნესის
განვითარების მენეჯერი,
ტრენერი და ბიზნეს
კონსულტანტი, რომელსაც
ინდივიდუალური და
ორგანიზაციული
ეფექტიანობის გაზრდაში
მრავალწლიანი გამოცდილება
აქვს.ვორქშოპის
მონაწილეები:• გაიგებენ,
როგორ შეიძლება საკუთარი
მოტივაციის მართვა და
ეფექტური ლიდერის როლის
გაძლიერება;• გაეცნობიან
გუნდური მოტივაციის
ჩამოყალიბების
მექანიზმებს და პრაქტიკულ
მიდგომებს;• ისწავლიან,
როგორ აირიდონ თავიდან
დემოტივაციის გამომწვევი
ფაქტორები;• გაეცნობიან
თანამედროვე კვლევებს და
გრძელვადიან სამოტივაციო
სტრატეგიებს, რომლებიც
ხელს უწყობს
თანამშრომელთა
ჩართულობასა და
პროდუქტიულობას.ვორქშოპი
24-25 ივნისს 14:00–17:00 საათზე
გაიმართება. დასასწრებად
გაიარეთ რეგისტრაცია
საქართველოს ბანკის
ვებგვერდზე.ღონისძიება
ტარდება ბიზნეს 360°
პლატფორმის ფარგლებში —
ესაა ინიციატივა, რომელიც
აერთიანებს საქართველოს
ბანკის საგანმანათლებლო
პროექტებსა და პრაქტიკულ
რესურსებს, რაც მცირე და
საშუალო ბიზნესებს
განვითარებისკენ სწორი
ნაბიჯების გადადგმაში
ეხმარება.