სოზარ სუბარი პრემიერს: ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია

Primetime.ge 5 საათი წინ 6
სოზარ სუბარი პრემიერს: ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერს კითხვებით მიმართა.სოზარ სუბარმა ისაუბრა ენერგეტიკული პროექტების შესახებ, რომელთა განვითარებაც ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელია.„ბატონო პრემიერო, ცოტა ხნის წინ თქვით, რომ ვიღაცებს მოეჩვენათ, თითქოს საქართველო არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ენერგეტიკულ პროექტებში თავისი პოლიტიკა გაატაროსო. ვფიქრობ, რომ სწორად მოეჩვენათ, რადგან ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები და ობიექტები გავაჩერეთ, რომელთა გაჩერებაც გრძელ ვადაში საქართველოს სახელმწიფოს ურტყამს.როცა ეკონომიკის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, მალე იქნება ის ზღვარი, როცა ეკონომიკის განვითარება შეუძლებელი იქნება, თუ არ გვექნება შესაბამისი ენერგეტიკული ბაზა. გავაჩერეთ ისეთი პროექტები, რომელიც შესაძლოა, არ იყო ძალიან დიდი და მასშტაბური, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის ეკონომიკისა და კონკრეტული რეგიონისთვის, ამავდროულად კი, გარემოში მხოლოდ მინიმალურ ჩარევას ითვალისწინებდა. შესაბამისად, არასწორი პოლიტიკა და არასაკმარისი ძალა აჩვენა სახელმწიფომ, მათ შორის, თუნდაც, იმ მხრივ, რომ მოსახლეობისთვის აეხსნა, თუ რა იყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი.ამ ბოლო დროს გამოქვეყნდა მასალები, სადაც გამოჩნდა, რომ მილიარდობით დოლარს ხარჯავდა ევროკომისია, თუნდაც ევროპაში, ევროპის მართლა მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ენერგეტიკული პროექტების განსავითარებლად. არ გამოვრიცხავთ, ბუნებრივია, რომ საქართველოშიც მსგავსი ჩარევა ხდებოდა. შესაბამისად, ცოტა ნათლად, რომ დაგვანახოთ სურათი - რა სტრატეგია გვაქვს მომავალში, რადგან, ენერგეტიკის განვითარება უნდა იყოს ეკონომიკის მთლიანი განვითარების საფუძველი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სადაც სახელმწიფოს დასჭირდება კონკრეტული, ეკონომიკური ობიექტის აშენება, ის ობიექტი აშენდება.
სრულად წაიკითხეთ სტატია