ძალიან უხერხულია პოლიტიკურ კულტურაზე საუბარი, როდესაც რადიკალურ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ - რატი იონათამიშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 93
ძალიან უხერხულია პოლიტიკურ კულტურაზე საუბარი, როდესაც რადიკალურ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ - რატი იონათამიშვილი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, "ძალიან უხერხულია პოლიტიკურ კულტურაზე საუბარი, როდესაც საქმე რადიკალურ ოპოზიციას ეხება".იონათამიშვილის განმარტებით, "რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს საზოგადოების ინტერესები" და მათთან შეხვედრის უნარიც არ აქვს."საერთოდ, ძალიან უხერხულია პოლიტიკურ კულტურაზე საუბარი, როდესაც ვსაუბრობთ რადიკალურ ოპოზიციაზე, ვინაიდან ამ ადამიანებს არც პოლიტიკური კულტურა აქვთ და არც - სახელმწიფოებრივი ინტერესები. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ საკუთარი პოზიციებიც კი არ გააჩნიათ. სინამდვილეში, არანაირი კოალიციები არ არსებობს, ეს არის ერთი მთლიანი რეზიდენტურა, რომელიც მხოლოდ დავალებებს ასრულებს. როდესაც ეს ადამიანები არიან პოლიტიკაში და, ამავდროულად, საერთოდ არ აინტერესებთ მოქალაქეების ინტერესები, არც იმის უნარი აქვთ, რომ შეხვდნენ მოსახლეობას და მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან საკუთარ ოფისებში, კეზერაშვილებთან და ეგეთ აქტორებთან დარბიან, - შეუძლებელია, მათ რაიმე წარმატებას მიაღწიონ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია