ქართულ სპორტში
დღესდღეობით დიდი
მიღწევებია და ეს
მიღწევები კიდევ უფრო წინ
უნდა წავიდეს, - განაცხადა
პარლამენტის სპორტის
კომიტეტის თავმჯდომარემ
ვიქტორ სანიკიძემ,
რომელმაც სპორტის
სამინისტროს ცალკე
უწყებად გამოყოფის
მნიშვნელობაზე
ისაუბრა.„ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ
სპორტის სამინისტრო
იქნება ცალკე სამინისტრო.
იცით, რომ ძალიან დიდი
მიღწევები არის დღეს
ქართულ სპორტში და გვინდა,
რომ ეს მიღწევები კიდევ
უფრო წინ წავიდეს, უფრო
მეტი შედეგები გვქონდეს,
უფრო მეტი მედლები
გვქონდეს. გარდა ამისა
იცით, რომ არის ძალიან
მასშტაბური პროექტები
დაანონსებული,
ორმილიარდიანი ინვესტიცია
სპორტული ინფრასტრუქტურის
კუთხით“, - განაცხადა
სანიკიძემ.კულტურის და
სპორტის სამინისტროს
გაყოფას სპორტის
კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
მმართველ გუნდში
აცხადებენ, რომ დარგობრივი
სამინისტროების
დამოუკიდებლად შექმნა
ხელს შეუწყობს კულტურისა
და სპორტის სფეროებში
სახელმწიფოს სტრატეგიული
მიზნების მიღწევას და
დარგების კიდევ უფრო სწრაფ
განვითარებას.