უნგრეთში საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
დახვედრის ცერემონია
იმართება. ირაკლი კობახიძე
ბუდაპეშტში ორდღიან
ოფიციალურ ვიზიტს იწყებს.
დაგეგმილია ორი ქვეყნის
მთავრობის მეთაურების
შეხვედრა პირისპირ და
გაფართოებულ
ფორმატში.ირაკლი კობახიძე
დაესწრება
საქართველო-უნგრეთის
მთავრობათაშორისი
კომისიის მეორე სხდომას.
გაფორმდება შეთანხმებები
სხვადასხვა სფეროში
თანამშრომლობის შესახებ.
მანამდე პირისპირ
შეხვედრებს მართავენ
მთავრობის
წევრები.საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
მინისტრის, ალექსანდრე
წულაძის განცხადებით,
შეხვედრაზე
საგანმანათლებლო
სისტემისთვის
განვითარებისთვის
საინტერესო
შემოთავაზებები
განიხილეს."ძალიან ბევრი
კარგი იდეა და
შემოთავაზება მივიღეთ, მათ
შორის, სხვადასხვა
ელექტრონული პლატფორმის,
თუ გამოცდილების
გაზიარებასთან
დაკავშირებით, რომელიც
ძალიან სასარგებლო და
ბევრი კარგის მომტანი
იქნება ჩვენი
საგანმანათლებლო
სისტემისთვის.მოეწონათ
ჩვენს მიერ დანერგილი
eSchool-ისა და მასწავლებლის "E
სახლის" პლატფორმა, რომლის
პრეზენტაციაც ჩვენ
გავმართეთ", - განაცხადა
ალექსანდრე წულაძემ.