ლევან მახაშვილი: სახელმწიფო, რომელმაც შექმნა USAID-ი, რომელიც აფინანსებს და მფარველობს, ამბობს, რომ ეს არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი მექანიზმი, რომ მისი საშუალებით ხდებოდა პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელება

Primetime.ge 17 საათი წინ 10
ლევან მახაშვილი: სახელმწიფო, რომელმაც შექმნა USAID-ი, რომელიც აფინანსებს და მფარველობს, ამბობს, რომ ეს არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი მექანიზმი, რომ მისი საშუალებით ხდებოდა პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელება
სახელმწიფო, რომელმაც შექმნა USAID-ი, რომელიც აფინანსებს, მართავს და მფარველობს, თავად ამბობს, რომ ეს არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი მექანიზმი, რომ მისი გამოყენებით და საშუალებით ხდებოდა პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელება და არასასურველი ხმების ჩახშობა, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.„ამაში კითხვის ნიშანი არ არსებობს და ამ თემასთან დაკავშირებით აგდებულად საუბარი და ქილიკი არის ჩვეულებრივი თემიდან გაქცევა. რაც შეეხება ზოგიერთის კომენტარს, რომ როდესაც ამერიკის ლიდერებზეა საუბარი შეიცვლიან ხოლმე რიტორიკას, ჩვეულებრივ ცდილობენ, რომ რაღაც ისეთი განცხადება არ გააკეთონ, რომ შემდგომ მათ წინაშე თუ ოდესმე მოუწევთ წარდგენა, შარში არ გაეხვიონ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში „დიფ სთეითზე” მსჯელობა სულ უფრო ინტენსიური ხდება. ანალიტიკოსები და პოლიტიკური ფიგურები ხშირად განიხილავენ „დიფ სთეითის“ გავლენას სახელმწიფოების პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებზე. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სივრცეში ამ თემაზე დისკუსია უფრო აქტუალური ხდება, ქართული ოპოზიცია „დიფ სთეითს“ გამოგონილს უწოდებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია