პარლამენტში საგამოძიებო
კომისიის შექმნის საკითხი
ბიუროს სხდომაზე გადის,
ხვალ კი მასზე სესიის
ფარგლებში
იმსჯელებენ.პარტია
"საქართველოსთვის" წევრის,
თეონა აქუბარდიას
განცხადებით, საგამოძიებო
კომისიის შექმნით "ქართულ
ოცნებას", 2008 წლის ომში
რუსეთის დანაშაულის
გაქრობა და ქვეყანაში
არსებული კრიზისიდან
ყურადღების გადატანა
სურს."ამ კომისიის მიზანია -
ერთი , რუსეთს აგრესიის
კვალის გაქრობა 2008 წლის
ომში. მეორე, ის, რომ
ყურადღება გადაიტანოს
ქვეყანაში არსებული
კრიზისიდან გამოგონილ
თემებზე, მათ შორის,
დაფაროს მათივე
თანაგუნდელების
დანაშაული", - განაცხადა
თეონა აქუბარდიამ."ძლიერი
საქართველოს" წევრი, ლანა
გალდავა, საგამოძიებო
კომისიის შექმნის ფაქტს
სანახაობრივ აქტად
აფასებს."ცხადია, ეს არის
სანახაობრივი აქტი. მათ
სჭირდებათ სანახაობა,
სხვამ მხრივ, 12 წელია არიან
ხელისუფლებაში, 2016 წლიდან 2020
წლამდე მათ ჰქონდათ
საპარლამენტო
უმრავლესობა, თუ რამის
გამოძიება სურდათ წინა
ხელისუფლების პერიოდის
სისტემური დანაშაულებზე,
ეს შეეძლოთ ადრეც
განეხორციელებინათ", -
განაცხადა ლანა გალდავამ.