საგამოძიებო კომისია
მუშაობას მომავალი
კვირიდან განაახლებს.
კანონმდებლები 2003-12 წლებში
მომხდარ დანაშაულებს
სწავლობენ.დარჩენილი
სხდომების ფარგლებში,
კომისიის წევრები
მოისმენენ ჩვენებებს
სხვადასხვა, მათ შორის -
წამების, არაადამიანური
მოპყრობის, ქონების
ჩამორთმევის საქმეებზე,
რომელშიც ყოფილი
ხელისუფლების
მაღალჩინოსნები
ფიგურირებენ.საპარლამენტო
განხილვების დასრულების
შემდეგ, საგამოძიებო
კომისია საბოლოო დასკვნას
მოამზადებს."სულ რამდენიმე
სხდომა დარჩა და შემდეგ
დაიწყება დასკვნაზე
მუშაობა. დარწმუნებული ვარ,
დასკვნა იქნება ისტორიული.
ისტორიული იქნება იმ
თვალსაზრისითაც, რომ ალბათ
ნაკლები იქნება ისეთი
ქვეყანა, რომელსაც ჰყავდა
ისეთი ხელისუფლება და
რეჟიმი, როგორიც იყო
"ნაცმოძრაობა". ამ თითქმის 5
თვის განმავლობაში, რა
წამებაც, ქონებიც წართმევა,
უბედურება, სიცოცხლის
მოსპობა და ა.შ.
საზოგადოებამ ნახა, ალბათ
მძაფრსიუჟეტიან ფილმებში
თუ ექნება ნანახი. დასკვნა
არა მარტო მოცულობითი
იქნება, არამედ დატვირთული
იქნება სწორედ ასეთი ტიპის
ფაქტებით, რომლის შემდგომ
ეჭვი არავის შეეპარება, რომ
"ნაცმოძრაობა" როგორც
რეჟიმი აუცილებლად
გაუქმდება", - განაცხადა
"ხალხის ძალის" წევრმა
გურამ
მაჭარაშვილმა. დღის
ამბები 29.06.2025
13:50ციებ-ცხელება,
ტაქიკარდია, ციანოზი,
სისხლდენა, სუნთქვის
გაძნელება - სიმპტომები და
გადარჩენის წესები გველის
კბენის შემთხვევაში
ტოქსიკოლოგ თეიმურაზ
კობიძისგან 29.06.2025 13:12პარკში
ხის წაქცევის შედეგად 7
წლის გოგონა დაიღუპა, კიდევ
4 ბავშვი დაშავდა -
შემთხვევა დიდ ბრიტანეთში
მოხდა 29.06.2025 12:22სიღნაღში
ბიძინა კვერნაძის
სახელობის მუსიკალური
ფესტივალი დაიწყო 29.06.2025
12:05"სულ რამდენიმე სხდომა
დარჩა და შემდეგ დაიწყება
დასკვნაზე მუშაობა,
დარწმუნებული ვარ დასკვნა
იქნება ისტორიული" - გურამ
მაჭარაშვილი საგამოძიებო
კომისიაზე 29.06.2025
12:02თბილისში
ნარკოდანაშაულის
ბრალდებით 3 პირი დააკავეს -
შსს მეტი