ირკვევა მძღოლის ვინაობა,
რომელიც, მეტეხის ხიდთან
ავტომობილით მდინარეში
ჩავარდა. დაღუპული გიგი
ზარანდიაა. „პრაიმტაიმის“
ინფორმაციით, ახალგაზრდა
კაცი წარმოშობით ხობიდან
იყო, მას ოჯახი ახალი
შექმნილი ჰქონდა და შვილიც
ჰყავდა.შემთხვევა დღის
პირველ ნახევარში მოხდა.
მტკვარში სამაშველო
ოპერაცია რამდენიმე საათს
გაგრძელდა. მყვინთავებმა
მდინარეში ჩავარდნილი
ავტომობილი 17 მეტრის
სიღრმეზე იპოვეს.ფაქტზე
დაწყებულია გამოძიება.