ცნობილია ხაშურში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცის ვინაობა

Primetime.ge 1 თვე წინ 51
ცნობილია ხაშურში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცის ვინაობა
ხაშურის რკინიგზის მემანქანე  სარკინიგზო ტრანსპორტიდან ე.წ ДГК-დან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.გავრცელებული ინფორმაციით, მემანქანე გაჩერებული ტრანსპორტიდან გადმოვარდა, თავი დაარტყა ლიანდაგს და ადგილზე გარდაიცვალა.გარდაცვლილი მამაკაცის, ზვიად დევაძის შესახებ რკინიგზა სამძიმრის წერილს აქვეყნებს:   "გაცნობებთ, რომ 27 მარტს აღნიშნული პირი თანაშემწესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, იმყოფებოდა ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს ტერიტორიაზე.მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზვიად დევაძემ დაასრულა კონკრეტული სამუშაოები და ემზადებოდა ძირითად სამუშაო ადგილას - ბორჯომის რეგიონში დასაბრუნებლად, რა დროსაც იგი გახდა შეუძლოდ და დაკარგა გონება. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება, გამოიძახეს სამედიცინო პერსონალი და აცნობეს სამართალდამცავ ორგანოებს. საქართველოს რკინიგზა თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია