სტამბოლი-ბათუმის
თვითმფრინავი, რომელიც
ბათუმის აეროპორტში
დაჯდომას ვერ ახერხებდა,
რიზეში დაჯდა, - ამის
შესახებ „პრაიმტაიმს“
ბათუმის აეროპორტში
განუცხადეს. მათივე
ცნობით, მიზეზი
მეტეოროლოგიური პირობები
იყო. თვითმფრინავი ბათუმში
ძლიერი ქარის გამო ვერ
დაჯდა. სტამბოლი-ბათუმის
რეისი ბათუმის
საერთაშორისო აეროპორტში
21:30 საათზე უნდა
ჩაფრენილიყო,
თვითმფრინავი დაფრენას
რამდენიმე წუთის
განმავლობაში ცდილობდა.