ნუგზარ
ბაგრატიონ-გრუზინსკის
სვეტიცხოველში
დაკრძალავენ. ამის შესახებ
ინფორმაციას სამეფო ოჯახი
ავრცეკებს.,,სამეფო ოჯახი
მწუხარებით იუწყება, რომ
ამა წლის 1 მარტს,
გარდაიცვალა საქართველოს
სამეფო ტახტის მემკვიდრე,
მისი სამეფო უმაღლესობა,
ბატონიშვილი ნუგზარ
პეტრეს ძე
ბაგრატიონი-გრუზინსკი.პანაშვიდები
გაიმართება 4 - 5 მარტს
თბილისის სამების
საკათედრო ტაძარში, ხოლო
დაკრძალვა მოხდება
მცხეთის სვეტიცხოვლის
საკათედრო ტაძარში -
სამეფო საოჯახო აკლდამაში.
უფალმა აცხონოს და
გაანათლოს ქართველ
მირონცხებულ მეფეთა
მემკვიდრე!",- ნათქვამია
განცხადებაში.