ქუთაისში, ცნობილი
ქართველი ქირურგი,
მეცნიერებათა დოქტორი
ომარ ღიბრაძე გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია
სოციალურ ქსელში
გავრცელდა.ღიბრაძე 1993
წლიდან ასწავლიდა აკაკი
წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, სადაც 1996
წელს გახდა პროფესორი, ხოლო
1999 წლიდან ხელმძღვანელობდა
ქირურგიის კათედრას.2014 წელს
მიენიჭა ემერიტუსის
წოდება.იგი ასევე იყო
საქართველოს გადაუდებელი
ქირურგიის ასოციაციის
გამგეობის წევრი.პროფესორ
ღიბრაძეს გამოქვეყნებული
აქვს 68 სამეცნიერო შრომა,
მათ შორის, ბოლო წლებში
აქტიურად მუშაობდა
ონკოტროპული ვირუსებისა
და ანტიტუმორული
ავტოვაქცინების
თემებზე.მონაწილეობა აქვს
მიღებული საერთაშორისო
სამედიცინო კონგრესებში.