გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით,
საქართველოში 9 აგვისტომდე
იქნება შენარჩუნებული
ჰაერის მაღალი
ტემპერატურა.სინოპტიკოსების
ცნობით, აღმოსავლეთ
საქართველოში ჰაერის
ტემპერატურა ზოგან +38, +40
გრადუსს
მიაღწევს.„მოსალოდნელი
მაღალი ტემპერატურა
სითბური სტრესის, ტყის
ხანძრების რისკის და
გვალვიანი პირობების
ჩამოყალიბების ხელშემწყობ
ფაქტორს წარმოადგენს.
საფრთხის დონე საშუალო“, –
ნათქვამია გარემოს
ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციაში.